სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
იმერეთის დელეგაცია ვიზიტით პოლონეთში იმყოფება. დელეგაციას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე იოსებ ხახალეიშვილი ხელმძღვანელობს.
სასწავლო ვიზიტის მიზანია, პოლონელი კოლეგების მხრიდან მუნიციპალურ რევიტალიზაციასთან დაკავშირებული პროფესიული გამოცდილების გაზიარება. რაც მოიცავს, არსებული და დაგეგმილი პროექტების და რევიტალიზაციის მონიტორნგის სისტემის გაცნობას, ადგილობრივ რევიტალიზაციის ცენტრებში ვიზიტებს და სხვა აქტივობებს.
ზესტაფონის, ტყიბულის და ჭიათურის მუნიციპალიტეტების, საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობების ეროვნული ასოციაციის და იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის წარმომადგენლების სასწავლო/სამუშაო ვიზიტი ევროკავშირის დელეგაციასა და ზესტაფონის მუნიციპალიტეტს შორის გაფორმებული საგრანტო ხელშეკრულებით განსახორციელებელი პროექტის "ადგილობრივი თანამშრომლობა იმერეთის მეორე დონის პოსტინდუსტრიული ქალაქების გამოცოცხლებისთვის" ფარგლებში ხორციელდება.
ევროკომისიამ პროექტის - "ადგილობრივი თანამშრომლობა, იმერეთის მეორე დონის პოსტინდუსტრიული ქალაქების გამოცოცხლებისთვის“ დაფინანსების შესახებ გადაწყვეტილება 2018 წლის ბოლოს მიიღო. პროექტის ბიუჯეტი 355 ათასი ევროა.
პროექტი სამივე ქალაქის ინდუსტრიული რევიტალიზაციისთვის მნიშვნელოვან პროექტებს დააფინანსებს, რისთვისაც საუკეთესო ევროპული პრაქტიკის გათვალისწინებით და ადგილობრივი საზოგადოების ჩართულობით ინდუსტრიული რევიტალიზაციის გეგმები მომზადდება.
ოქტომბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | |
7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 |
14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 |
21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 |
28 | 29 | 30 | 31 |