სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
სახელმწიფო რწმუნებული იმერეთში ზვიადი შალამბერიძე, ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგის ფარგლებში, საჩხერის მუნიციპალიტეტში მიმდინარე სამუშაოებს მუნიციპალიტეტის მერთან ბენიამენ ფალავანდიშვილთან ერთად გაეცნო.
ზვიად შალამბერიძემ ე.წ. საზღვრისპირა სოფელ პერევში ორი საავტომობილო ხიდის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა. პროექტის ღირებულება 202 000 ლარს შეადგენს. ასევე, პერევში 2 400 მეტრზე რკინა-ბეტონის საფარი დაიგო.
გზის მშენებლობა მიმდინარეობს სოფელ ჩიხაშიც და განსახორციელებელი პროექტის ღირებულება 298 000 ლარია.
ამასთან, ჩიხის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი სოფლების - ჩიხის, სხვიტორის, ზედა და ქვედა ორღულის სასმელი წყლის სისტემის სამუშაოები მიმდინარეობს, რომლის დასრულების შემდეგ 4 სოფლის 1500-მდე ოჯახს უწყვეტი წყალმომარაგება ექნება. პროექტის ღირებულება 7 500 000 ლარს შეადგენს.
სოფელ არგვეთში საბავშვო ბაღის სამშენებლო სამუშაოები დასრულდა. ბაღი ორი ასაკობრივი ჯგუფის 70 ბავშვზე გათვლილი. უახლოეს პერიოდში საბავშვო ბაღის ინვენტარით აღიჭურვება.
ნოემბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | 2 | 3 | ||||
4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 |
11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 |
18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 |
25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |