სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის №1 საჯარო სკოლაში ბულგარელი საზოგადო მოღვაწის,ალექსანდრე სტოიანოვის,მემორიალური დაფა სახელმწიფო რწმუნებულმაიმერეთის მხარეში ზვიად შალამბერიძემდა ბულგარეთის ელჩმა საქართველოში დესისლავა ივანოვამგახსნეს.
საზეიმო ცერემონიალის შემდეგ ბროშურის პრეზენტაცია გაიმართა, სადაც გამორჩეული მასწავლებლის, ისტორიკოსისა და მეცნიერის ალექსანდრე სტოიანოვის ცხოვრებადა მოღვაწეობაა ასახული. მან ქართული ენისა და მრავალი სხვა კულტურული მემკვიდრეობისძეგლის შენარჩუნებაში განსაკუთრებული წვლილი შეიტანა.
პუბლიკაციის ავტორი ქუთაისის №7 საჯარო სკოლის დირექტორი, ისტორიკოსი ენდი ნემსიწვერიძეა, რომელიც იმ სკოლის კურსდამთავრებულია, სადაც ალექსანდრე სტოიანოვი მოღვაწეობდა.
ბროშურის შექმნა და მემორიალური დაფის განთავსება ხბულგარეთის რესპუბლიკის საელჩოს და ელჩისინიციატივით, იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულისადა ქუთაისის რესურსცენტრის მხარდაჭერით განხორციელდა. აღნიშნული ქართველ და ბულგარელ ხალხს შორის არსებულ მრავალწლიან მეგობრობასა და თანამშრომლობას კიდე უფრო გააღრმავებს.
ალექსანდრე სტოიანოვი 1879 წლიდან ქუთაისის მაშინდელ ვაჟთა რუსულ კლასიკურ გიმნაზიას (ქუთაისის №1 საჯარო სკოლა) ხელმძღვანელობდა.
დეკემბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | ||||||
2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
30 | 31 |