სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე ბაღდათის მუნიციპალიტეტში იმყოფებოდა, სადაც მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო.
სამთავრობო გუნდის წარმომადგენლებმა მშენებარე საბავშვო ბაღი მოინახულეს. ამ დრომდე სოფელ დიმში სასწავლო პროცესი ამორტიზებულ შენობაში მიმდინარეობდა. ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებით, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების დემონტაჟი განხორციელდა. 2020 წელს დიმის მე-2 საბავშვო ბაღის აღსაზრდელები თანამედროვე სტანდარტების შესაბამის შენობაში შეხვდებიან.
სოფელ მეორე ობჩაში კიდასრულების ეტაპზეა ამბულატორიის სარეაბილიტაციო სამუშაოები. პროექტსშრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ამბულატორიების ფონდიდან აფინანსებს და მისი ღირებულება 35268,34 ლარია.
სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, მოადგილე ბესიკ გოფოძე და ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერი არჩილ გოგსაძე, ასევე სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებს გაეცნენ.გაბიონების მოწყობა და დამეწყრილ ადგილებში საყრდენი კედლების გამაგრების სამუშაოები ერთდროულად 12 ლოკაციაზე მიმდინარეობს. პროექტის ჯამური ღირებულება59018.00 ლარს შეადგენს.
დეკემბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | ||||||
2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
30 | 31 |