სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით იმერეთის რეგიონის მუნიციპალიტეტებში სხვადასხვა სახის ღონისძიებები გაიმართა.
სახელმწიფო რწმუნებული იმერეთში ზვიად შალამბერიძე, ბაღდათის მუნიციპალიტეტში მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლში გამართულ ღონისძიებებს დაესწრო, სადაც შშმ პირთათვის ადგილობრივმა ანსამბლებმა და შემსრულებლებმა კონცერტი ჩაატარეს. ასევე, ბენეფიციარებმა სპორტულ და შემეცნებით აქტივობებშიც მიიღეს მონაწილეობა, რის შემდეგაც მათ სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.
"მაქსიმალურად ვცდილობთ, მოხდეს შშმ პირებისთვის ხელშეწყობა, გარემოს სრული ადაპტირება, იმისთვის, რომ შეძლონ თავიანთი უნარების და შესაძლებლობების უკეთესად წარმოჩენა. ასევე, ვცდილობთ შესაძლებლობის ფარგლებში გავუწიოთ შესაბამისი დახმარება, კეთდება ბევრი რამ, თუმცა რა თქმა უნდა, გვესმის, რომ გასაკეთებელიც ბევრია, რადგან ამ ადამიანებისთვის გაჩნდეს თუნდაც დასაქმების მეტი საშუალება. ვმუშაობთ არსებულ გამოწვევებზე იმისთვის, რომ მათი უფლებები უფრო მყარად იყოს დაცული და ჰქონდეთ ნორმალური ცხოვრების, განათლების და დასაქმების შესაძლებლობები“, - განაცხადა ზვიად შალამბერიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.
რეგიონის მასშტაბით გამართული ღონისძიებების ფარგლებში, დღის მანძილზე მუნიციპალიტეტებში მოეწყო შშმ პირთა ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა, ჩატარდა გასართობი ღონისძიებები და სხვადასხვა აქტივობები.
3 დეკემბერი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღედ 1992 წელს, გაეროს მიერ დაარსდა.
ოქტომბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | |
7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 |
14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 |
21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 |
28 | 29 | 30 | 31 |