სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერის თეატრში გაზეთ "უქიმერიონის" და საზოგადოება "ქუთაისელის" დაარსებიდან 30 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობდა ქუთაისის სიმფონიური ორკესტრი რევაზ ჯავახიშვილის დირიჟორობით, ქორეოგრაფიული ანსამბლები და ადგილობრივი შემსრულებლები.
საიუბილეო საღამოს სახელმწიფო რწმუნებული იმერეთში ზვიად შალამბერიძე, პირველი მოადგილე იოსებ ხახალეიშვილი, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.
ღონისძიების ორგანიზატორია იმერეთში მწერალთა კავშირის თავმჯდომარე, პოეტი თეიმურაზ ლანჩავა.
საზოგადოება "ქუთაისელი" ქუთაისში 1990 წელს 30 წლის წინ დაარსდა და მისი პირველი პრეზიდენტი ლევან სვანაძე იყო, ბოლო ათი წელია კი საზოგადოებას მწერალი და საზოგადო მოღვაწე თეიმურაზ ლანჩავა ხელმძღვანელობს.
ამავე წელს დაარსდა გაზეთი, "უქიმერიონი“, რომლის მთავარი რედაქტორი თეიმურაზ ლანჩავაა. გაზეთის რედკოლეგის წევრები სხვადასხვა დროს იყვნენ ოტია იოსელიანი, ზურაბ კუხიანიძე, ლილი ნუცუბიძე.1990 წელს კი იმერეთის სამწერლო ორგანიზაციის რეგიონის თავმჯდომარედ თეიმურაზ ლანჩავა აირჩიეს დაიგი რედაქციას დღემდე ხელმძღვანელობს.
დეკემბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | ||||||
2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
30 | 31 |