სიახლეები

#ღია_შეხვედრები_მოსახლეობასთან

22 ნოემბერი, 2019

,,ღია შეხვედრების“ ფარგლებში სამთავრობო გუნდი თერჯოლის მუნიციპალიტეტში შეხვედრებს აგრძელებს.

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ლევან კიკნაველიძე, მუნიციპალიტეტის მერი ბონდო სოფრომაძე და საკრებულოს თავმჯდომარე ნინო ჯანელიძე, ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომდგენლებთან ერთად სოფელ ალისუბნის, საზანოსა და თუზის მოსახლეობას შეხვდნენ.

პრიორიტეტულ მიმართულებად საგზაო ინფრასტუქტურა, სასმელი წყლის მიწოდება, საშეშე მასალის მოპოვება და გარე განათების მოწყობა დასახელდა. ასევე, გამოიკვეთა ცალკეული უბნებისა და ოჯახების პრობლემები, რაზეც ხელისუფლების წარმომადგენლებისაგან დაუყოვნებლივი რეაგირების პირობა მიიღეს.

სამთავრობო გუნდმა აღნიშნულ სოფლებში დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზეც გაამახვილა ყურადღება.