სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
იმერეთის რეგიონში პროექტი „ღია შეხვედრები“გრძელდება. სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია, მაჟორიტარი დეპუტატი პარლამენტში დიმიტრი მხეიძე და სამაჟორიტარო ოლქებიდან საკრებულოს წევრები, ქუთაისის მცხოვრებლებსშეხვდნენ. სამთავრობო გუნდისწარმომადგენლებმაუქიმერიონის, სულხან-საბა ორბელიანის, ვაკისუბნის, კახიანოურისადა ავტოქარხნის ადმინისტრაციულ ერთეულებში არსებულიპრიორიტეტები მოისმინეს.
საბავშვო ბაღის შენობის რეაბილიტაცია, მწვანე ზოლის მოწყობა, წყლის სისტემის მოწესრიგება, კომფორტული მუნიციპალური ტრანსპორტით სარგებლობა და სოციალური მიმართულება -ის ძირითადი საკითხებია, რომლის მოგვარებასაც მოსახლეობა ამ ეტაპზე ითხოვს.
უქიმერიონის ადმინისტრაციულ ერთეულში შეხვედრისას რამდენიმე მოქალაქემ, ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე,წამლებით უზრუნველყოფა მოითხოვა. აღნიშნული პრობლემაიქვე გადაიჭრა, მოქალაქეებს უკვე მოქმედი სპეციალური სამთავრობო პროგრამის მეშვეობით გაეწევათ დახმარება, რომლის ფარგლებშიც პირველადი საჭიროების წამლებს უფასოდ მიიღებენ.
პროექტი „ღიაშეხვედრები“ იმერეთის მხარეში ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს, რეგიონში უკვე 300 - ზე მეტი შეხვედრა გაიმართა.
ოქტომბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | |
7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 |
14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 |
21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 |
28 | 29 | 30 | 31 |