სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
სამთავრობო პროგრამის ფარგლებში ხონის მუნიციპალიტეტის ხუთ სოფელში: კინჩხაში, გორდში, ნახახულევში, კონტუათსა და საწულუკიძეოში, იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ბესიკ გოფოძე, ხონისა და ვანის მაჟორიტარი დეპუტატი გივი ჭიჭინაძე, მუნიციპალიტეტის მერი ლადო ჯურხაძე, საკრებულოს თავმჯდომარე ვალერი ბახტაძე და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.
ღია დიალოგის ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე ხელისუფლების წარმომადგენლებმა ადგილობრივების პრომლემები მოისმინეს, ასევე ისაუბრეს სახელმწიფო პროგრამების შესახებ და მოსახლეობის მხრიდან დასმულ შეკითხვებს უპასუხეს.
საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, შეშით სარგებლობა, სოციალური პრობლემები, სოფლების ინტერნეტით უზრუნველყოფა, გარე განათება- ეს ის მთავარი თემებია, რაც შეხვედრებზე გამოიკვეთა.
სამთავრობო გუნდის წარმომადგენლები ადგილობრივებს გამოკვეთილ პრობლემებზე სათანადო რეაგირებას დაპირდნენ.
ნოემბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | 2 | 3 | ||||
4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 |
11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 |
18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 |
25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |