სიახლეები

ჭიათურაში სამთავრობო პროგრამის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები იმართება

20 ნოემბერი, 2019

სამთავრობო პროგრამის "ღია დიალოგი“ ფარგლებში ჭიათურაში:იაშვილის ქუჩასა და ნაგუთის დასახლებაში ,ასევე სოფელ ჭილოვანსა და სარქველეთუბანში, შეხვედრები გაიმართა.

ადგილობრივ მოსახლეობას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ლევან კიკნაველიძე, ჭიათურის მერი გივი მოდებაძე და მაჟორიტარი დეპუტატი სულხან მახათაძე შეხვდნენ.

ხელისუფლების წარმომადგენლებმა ჭიათურის განვითარების გეგმებზე ისაუბრეს და იმ პრიორიტეტებს გაუსვეს ხაზი, რაც ამ ეტაპზე ყველაზე
მნიშვნელოვანია.

შეხვედრებზე სოფლის მოსახლეობამ, ძირითადად, სასმელი წყლით მომარაგებაზე, შიდა საუბნო გზებისა და ტრანსპორტის მოწესრიგებაზე ისაუბრა. ქალაქში მცხოვრებლებმა კი ყურადღება შიდა ეზოების განვითარების აუცილებლობაზე გაამახვილეს.

#იმერეთი
#ჭიათურა