სიახლეები

თერჯოლაში სამთავრობო პროგრამის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები იმართება

20 ნოემბერი, 2019

ღია შეხვედრები თერჯოლის მუნიციპალიტეტში გრძელდება. იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, თერჯოლის მერი ბონდო სოფრომაძე და საკრებულოს თავმჯდომარე ნინო ჯანელიძე მუნიციპალიტეტის ოთხი სოფლის: გოდოგანის, ჭოგნარის, კვახჭირისა და ბარდუბნის მცხოვრებლებს შეხვდნენ.

ადგილობრივებმა ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაზე გაამახვილეს ყურადღება. მოსახლეობამ პრიორიტეტად შიდა საუბნო გზების რეაბილიტაცია, სანიაღვრე არხების მოწყობა და სასმელი წყლის მიწოდება დაასახელა.

სამთავრობო გუნდი ადგილობრივებს ყველა საკითხის ეტაპობრივად მოგვარებას დაპირდა.