სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე იოსებ ხახალეიშვილი ახალგაზრდობის სააგენტოს წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე განიხილეს ახალგაზრდული მიმართულებით არსებული რეფორმები, ასევე იმსჯელეს სააგენტოს მომავალ გეგმებზე, სტრატეგიაზე და მუნიციპალიტეტებთან თანამშრომლობის საკითხებზე.
მხარის 12-ვე მუნიციპალიტეტის წარმომადგენელმა სააგენტოს თანამშრომლებს ის პრიორიტეტები გააცნეს, რომლებიც მათ რაიონებში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის მნიშვნელოვანია. თავის მხრივ კი სააგენტომ გამოთქვა მზაობა, რომ თითოეულ მუნიციპალიტეტს გრანტების მოპოვებაში გაუწევს დახმარებას, რის შემდეგაც თანადაფინანსებით მოხდება მათთვის სასურველი პროექტის განხორციელება.
თანამშრომლობის მიზანია ახალგაზრდების ინტერესების გათვალისწინება და სხვადასხვა მიმართულებით პროექტების დაფინანსება, რაც გარკვეულწილად შეაჩერებს მიგრაციას და მუნიციპალიტეტებში მცხოვრებ ახალგაზრდებს საინტერესო სივრცეეებს შესთავაზებს.
ნოემბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | 2 | 3 | ||||
4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 |
11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 |
18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 |
25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |