სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
დღეს ვანში გალაკტიონ ტაბიძის 128 წლის იუბილე აღინიშნა. გალაკტიონის მშობლიურ სოფელ ჭყვიშში პოეტის საიუბილეო ღონისძიებებს სახელმწიფო რწმუნებული იმერეთის მხარეში ზვიად შალამბერიძე, რწმუნებულის პირველი მოადგილე იოსებ ხახალეიშვილი, ვანის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე გოგორიშვილი, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და საზოგადოების სხვა წევრები დაესწრნენ.
სახელმწიფო რწმუნებულმა და მუნიციპალიტეტის მერმა, მოწვეულ სტუმრებთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, პოეტის ძეგლი გვირგვინით შეამკეს.
საიუბილეო ღონისძიებების ფარგლებში გალაკტიონ ტაბიძის სახლ-მუზეუმს სტუდენტები, სკოლის მოსწავლეები, პედაგოგები, კულტურისა და ხელოვნების, ასევე სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები სტუმრობდნენ.
ღონისძიებების ფარგლებში წარმოდგენილი იყო მსახიობ აბელ სოსელიას ლიტერატურული პერფომანსი ნათია მაღლაკელიძის მუსიკალური გაფორმებით.
ვანის ტურიზმის ცენტრის ორგანიზებით გაიმართა ფოტოგამოფენა "შემოდგომა", დაიდგა ტაბლა შემოდგომის ნობათით, ხილით, ჩირითა და ღვინით. გარდა ამისა, საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩასული სტუმრებისთვის ჩურჩხელის მომზადების მასტერკლასი ჩატარდა.
გალაკტიონის ტაბიძის მშობლიურ სოფელ ჭყვიშში პოეტის დაბადების დღე ყოველწლიურად აღინიშნება.
ოქტომბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | |
7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 |
14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 |
21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 |
28 | 29 | 30 | 31 |