სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, პირველი მოადგილე იოსებ ხახალეიშვილი და ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია, ქუთაისში ტურიზმის სექტორში მომუშავე ორგანიზაციებსა და ადამიანებს შეხვდნენ. შეხვედრას ქუთაისის მერიის ააიპ ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი ტატო ლილუაშვილი ესწრებოდა.
იმერეთის რწმუნებულმა რეგიონში ტურიზმის სფეროს გაზრდილ პერსპექტივებზე, წყალტუბოს აღორძინების პროექტის ჭრილში ისაუბრა, რომლის მეშვეობითაც მხარეში ეს მიმართულება განვითარების ახალ პლატფორმაზე გადავა. მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ასევე, აღნიშნული მიმართულებით არსებული პრობლემები მოისმინეს და მათი გადაჭრის გზებზე იმსჯელეს. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ტურისტული ინდუსტრიის წარმომადგენლებისთვის ამ ეტაპზე პრიორიტეტული არსებული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება და ტურისტებისთვის უფრო მაღალი ხარისხის მომსახურების შეთავაზებაა.
"ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა გვქონდა ქუთაისის ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებთან. რა თქმა უნდა, ქუთაისში და იმერეთში ტურიზმი დინამიურად ვითარდება, თუმცა მას შემდეგ, რაც წყალტუბოს აღორძინების პროექტის შესახებ გახდა ცნობილი, ინტერესი იმდენად გაიზარდა, რომ ვფიქრობ, ეს მიმართულება მხარეში ძალიან სწრაფად განვითარდება. მოვისმინეთ ის პრობლემები, რაც ამ სფეროში დასაქმებულ ადამიანებს აწუხებთ, ჩვენ რა თქმა უნდა, ამ პრობლემებზე რეაგირებას მყისიერად მოვახდენთ და გამოვასწორებთ იმ ხარვეზებს, რაც მათ სწორ და გამართულ მუშაობაში ხელს უშლის. გაკეთდება ყველაფერი იმისთვის, რომ ჩამოსული ტურისტები რაც შეიძლება დიდხანს დარჩნენ ჩვენს რეგიონში. ამასთან, გაძლიერდება მონიტორინგი, რომ ტურისტებმა და არა მარტო მათ, მაქსიმალურად ხარისხიანი მომსახურება მიიღონ ყველა მიმართულებით. გარდა ამისა, მომავალი წლიდან ქალაქში მუნიციპალური ავტობუსები დაიწყებენ მოძრაობას, მათ შორის აეროპორტის მიმართულებით", - განაცხადა შალამბერიძემ.
გარდა ამისა, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ახალი ტურისტული პროდუქტების შექმნას, ღვინის ტურიზმისა და კულინარიის, სამედიცინო და გამაჯანსაღებელი ტურიზმის განვითარებას. აღნიშნული ტიპის შეხვედრები ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებთან მომავალშიც გაგრძელდება.
ნოემბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | 2 | 3 | ||||
4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 |
11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 |
18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 |
25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |