სიახლეები

საკონსულტაციო საბჭოს სხდომა იმერეთში

14 ნოემბერი, 2019

იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაში, რწმუნებულთან არსებულისაკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართა. შეხვედრას, რომელსაც სახელმწიფო რწმუნებული იმერეთში ზვიად შალამბერიძე ხელმძღვანელობდა, რწმუნებულის პირველი მოადგილე იოსებ ხახალეიშვილი, მოადგილე ლევან კიკნაველიძე, რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები და საკრებულოს თავმჯდომარეები ესწრებოდნენ.

საკონსულტაციო საბჭოს მთავარი თემა, მუნიციპალიტეტების მიერ 2018-2020 წლების ინფრასტრუქტურული პროექტების სამოქმედო გეგმაში შესატანი ცვლილებები იყო. მხარეებმა სულ 81 პროექტზე იმსჯელეს. დაგეგმილი ცვლილებები მოსახლეობის მოთხოვნისა და პრიორიტეტების შესაბამისად განხორციელდება.

დღესვე, საკონსულტაციო საბჭოს წევრებს სსიპ საჯარო აუდიტის ინსტიტუტის მიერ შემუშავებული  სასწავლო კურსების შესახებ მიეწოდათ ინფორმაცია. უახლოეს მომავალში, საჯარო მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, მუნიციპალიტეტებში შესაბამისი მოდულების ტრენინგები გაიმართება.