სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
ქუთაისმა მსოფლიო ვარსკვლავებს უმასპინძლა. საქველმოქმედო გალა-კონცერტი ლადო მესხიშვილის თეატრში ჩატარდა. კონცერტში მსოფლიო ვარსკვლავები ანტონელო პალომბი, რაფალ სივეკი, ვესელინა კაზაროვა, ნინო სურგულაძე და ანა ჭანია მონაწილეობდნენ. საღამოს რეჟისორი რეზი ქაროსანიძეა. ორკესტრის დირიჟორი კი რევაზ ჯავახიშვილი.
საქველმოქმედო კონცერტი ქართველი მეცო-სოპრანოს, საქველმოქმედო ფონდ „ნატვრის ხის“ დამფუძნებლის ნინო სურგულაძის ინიციატივით გაიმართა. ღონისძიების მხარდამჭერია იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია და ქუთაისის მერია.
ღონისძიებიდან შემოსული თანხით იმერეთის რეგიონში მძიმედ დაავადებულ ბავშვებს დაეხმარებიან, რომლებსაც საზღვარგარეთ გადაუდებელი სამედიცინო დახმარება სჭირდებათ.
ფონდმა „ნატვრის ხემ“ დაარსების დღიდან 60-ზე მეტი არასრულწლოვანი ბავშვის სიცოცხლე გადაარჩია და 300-ზე მეტ მრავალშვილიან ოჯახს დახმარება აღმოუჩინა.
დეკემბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | ||||||
2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
30 | 31 |