სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, საჩხერის მუნიციპალიტეტის მერი ბენიამენ ფალავანდიშვილი და მაჟორიტარი დეპუტატი პაატა კვიჟინაძე, სოფლების: გამოღმა არგვეთი, გორისა და კორბოულის მცხოვრებლების პრიორიტეტებს გაეცნენ. მოსახლეობა საგზაო ინფრასტრუქტურისა და კანალიზაციის სისტემის მოწესრიგებას ითხოვს. სოფელ კორბოულში, ასევე მწავვედ დგას წყლის პრობლემა, ამ დროისთვის ადგილზე წყლის რესურსის მოძიება მიმდინარეობს. კორბოულში გარდა ამისა, ბაღისა და მცირეკონტიგენტიანი სკოლის მშენებლობა იგეგმება.
აღნიშნულ სოფლებში, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, ამ დრომდე მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი არაერთი სასარგებლო პროექტი განხორციელდა. გამოღმა არგვეთში ბეტონის საფარიანი გზა დაიგო, სოფელ გორისაში სარიტუალო დარბაზის და სკვერის კეთილმოწყობის სამუშაოები განხორციელდა. სოფელ გორისასა და გამოღმა არგვეთში კი მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით, წყალმომარაგების სისტემის მოწყობა მიმდინარეობს.
სამთავრობო გუნდმა, იმერეთის რეგიონში, უკვე 200 - მდე სოფლის მცხოვრების პირველადი საჭიროებები მოისმინა, „ღია დიალოგი“ მოსახლეობასთან უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.
ნოემბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | 2 | 3 | ||||
4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 |
11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 |
18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 |
25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |