სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
პროექტ „ღია შეხვედრები“ - ს ფარგლებში, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, საჩხერის მერი ბენიამენ ფალავანდიშვილი, მაჟორიტარი დეპუტატი პაატა კვიჟინაძე და საკრებულოს თავმჯდომარე ლევან იავანაშვილი, სოფლების: ცხამი, იტავაზა, ბახიოთი და შალაური - ს მცხოვრებლებს შეხვდნენ. „ღია დიალოგი“ - ს რეჟიმში ადგილობრივებს მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და პრიორიტეტული საკითხების დასმის საშუალება მიეცათ. როგორც ადგილზე გაირკვა, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, სოციალურად დაუცველის სტატუსის მინიჭების არსებული სისტემა და ტყეკაფების გამოყოფა - ეს ის თემებია, რომლებიც ამ ეტაპზე განსაკუთრებით პრიორიტეტულია და სწრაფ რეაგირებას საჭიროებს.
სამთავრობო გუნდის ჩართულობით, აღნიშნულ სოფლებში უკვე ნაწილობრივ მოგვარდა საგზაო ინფრასტრუქტურის პრობლემა. ასევე, აქტიურად მიმდინარეობს მოსახლეობის სხვა პირველადი საჭიროებების ანალიზი და მუშაობა მათი გადაჭრის გზებზე.
ოქტომბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | |
7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 |
14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 |
21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 |
28 | 29 | 30 | 31 |