სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა და სახელმწიფო რწმუნებულმა იმერეთში ზვიად შალამბერიძემ, თერჯოლის მუნიციპალიტეტში, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ყურძნის გადამამუშავებელი საწარმო, შპს „ხარება“ დაათვალიერეს.
სამთავრობო გუნდის წარმომადგენლებმა, წყალტუბოს რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, იმერეთის რეგიონის აგროტურიზმის პოტენციალის ათვისებაზე ისაუბრეს.
„წყალტუბოს რეაბილიტაციით, იმერეთის რეგიონში ტურიზმის, მათ შორის, ღვინის ტურიზმის განვითარების ძალიან დიდი შესაძლებლობები იქმნება. ამ კონტექსტში, კომპანია „ხარება“ კიდევ უფრო მეტი ვიზიტორის მასპინძელი გახდება“. - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.
კომპანია "ხარებამ“ სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი მეურნეობა შექმნა. საწარმოში, წელიწადში, დაახლოებით, 7,000 ტონამდე ყურძენს გადაამუშავებენ, რომლის რეალიზაციაც ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზრებზე ხორციელდება; საწარმოში 85 ადამიანია დასაქმებული.
პროექტის ჯამურმა ღირებულებამ 12.5 მილიონი ლარი შეადგინა, საიდანაც 1,062,000 ლარი შეღავათიანი აგროლიზინგია.
აღსანიშნავია, რომ სახელმწიფოს დახმარებით, „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში, იმერეთის რეგიონში 9 ახალი საწარმო შეიქმნა და 86 გაფართოვდა.
ოქტომბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | |
7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 |
14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 |
21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 |
28 | 29 | 30 | 31 |