სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
სამთავრობო გუნდის მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება. ამჯერად პროგრამის ფარგლებში შეხვედრები საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფლების: მერჯევის, ივანწმინდისა და არგვეთის მცხოვრებლებთან გაიმართა. ხელისუფლების წარმომადგენლებმა ადგილობრივებს, სახელმწიფო პროგრამების შესახებ დეტალური ინფომაცია მიაწოდეს და ასევე, იმსჯელეს იმ მიმდინარე პროექტებზე, რომლებიც მუნიციპალიტეტში აქტიურად ხორციელდება. თავის მხრივ მოსახლეობამ პრიორიტეტებზე გაამახვილა ყურადღება და დროულად მოგვარების მიზნით სამთავრობო გუნდს დახმარება სთხოვა. მათი თქმით მოსაწესრიგებელია შიდა საუბნო გზები, საკანალიზაციო და სანიაღვრე სისტემები.
ზემო იმერეთში გამართულ შეხვედრებს სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე იოსებ ხახალეიშვილი, საჩხერის მაჟორიტარი დეპუტატი პაატა კვიჟინაძე, პარლამენტის წევრი დიმიტრი მხეიძე, საჩხერის მერი ბენიამენ ფალავანდიშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ივანაშვილი ესწრებოდნენ.
ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოსახლეობასთან ერთად მომავალი წლის პრიორიტეტები განსაზღვრეს.
მოსახლეობის მოთხოვნით სოფელ მერჯევში ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობის დაწყების სამუშაოები მიმდინარეობს.
დასრულების ფაზაშია ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა სოფელ არგვეთში და მიმდინარეობს კულტურის სახლის მშენებლობა.
პროექტ ,,ღია შეხვედრების“ ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფლებში ეტაპობრივად გაიმართება.
დეკემბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | ||||||
2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
30 | 31 |