სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
საჩხერის მუნიციპალიტეტში პოეტ-აკადემიკოს მუხრან მაჭავარიანის დაბადების 90 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო მასშტაბური ღონისძიებები ჩატარდა.
იმერეთის მხარეში სახელმწიფო-რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად სოფელ არგვეთში პოეტის სახელობის პარკი გახსნა.
ჩატარდა ლიტერატურული კონკურსების - "პოეტური მინიატურები“ და „საუკეთესო ლექსიკოგრაფიული ნაშრომის“ გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონიალი, ასევე სოფელ არგვეთში მუხრან მაჭავარიანის სახლ-მუზეუმში არგვეთის საჯარო სკოლის მოსწავლეთა მონაწილეობით ლიტერატურული კომპოზიცია „აი ჩემი არგვეთი“ წარმოადგინეს.
გვირგვინით შეიმკო ქ. საჩხერეში მუხრან მაჭავარანის სახელობის სკვერი, თავისუფლების ქუჩაზე კი მსვლელობა გაიმართა და ქორეოგრაფიულმა ანსამბლებმა და დეკლამატორებმა, კომპოზიცია " ჩემი სამშობლო მაღალია“ წარმოადგინეს. კულტურის ცენტრის ფოიეში ძმები ვართაგავების პერსონალური გამოფენა მოეწყო.
მუხრან მაჭავარიანის დაბადების 90 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო "სიტყვისმოქმედი ერისა“-კულტურის ცენტრში გაიმართა.
საზეიმო ღონისძიებებს იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულთან ზვიად შალამბერიძესთან ერთად მისი მოადგილეები, სხვადასხვა მუნიციპალიტეტის მერები და საკრებულოს თავმჯდომარეები ესწრებოდნენ.
დეკემბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | ||||||
2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
30 | 31 |