სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
საქართველოს პრემიერ–მინისტრი იმერეთის რეგიონს პროექტის “ძლიერი რეგიონი - ძლიერი საქართველოსთვის“ ფარგლებში ეწვია. პრემიერი იმერეთის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებსა და ადგილობრივ ბიზნესმენებს შეხვდა. შეხვედრა იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა–გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ გახსნა.
"მოგეხსენებათ იმერეთი ყველაზე დიდი რეგიონია საქართველოში, მისი გეოგრაფიული მდებარეობა და ეკონომიკური პოტენციალი ინვესტიციების მოზიდვის, სოფლის მეურნეობისა და სხვა სფეროების განვითარების ძალიან კარგ შესაძლებლობას იძლევა". – განაცხადა გივი ჭიჭინაძემ.
მთავრობის მეთაურმა კი დეტალურად ისაუბრა იმ შესაძლებლობებზე, რომელიც რეგიონს აღნიშნული მიმართულებით აქვს.
იმერეთში შესაძლებელია მევენახეობა-მეღვინეობის, მემწვანილეობის, მებოსტნეობის, მეცხოველეობის, მეფუტკრეობის, სასათბურე მეურნეობის, სამაცივრე მეურნეობის, რძის, ხილის გადამამუშავებელი მრეწველობის, მეფრინველეობის, თხილის წარმოების, მარცვლეულის წარმოების, ჩირის, დაფნის, აბრეშუმის, ბაღჩეული კულტურის წარმოების განვითარება.
გარდა ამისა, ხონში არის მეაბრეშუმების განვითარების, ხოლო სამტრედიაში- სიმინდის წარმოების რესურსი; ზესტაფონში კი არის ტბორის თევზის წარმოების, ბოსტნეულისა და სოკოს სასათბურე მეურნეობების განვითარების პერსპექტივა.
დეკემბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | ||||||
2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
30 | 31 |