სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, პირველი მოადგილე იოსებ ხახალეიშვილი და მოადგილე ლევან კიკნაველიძე, მსოფლიო ბალეტის ქართველ ვარსკვლავს ირმა ნიორაძესა და ქუთაისის ჯორჯ ბალანჩინის მე-3 საერთაშორისო ქორეოგრაფიული ფესტივალის მონაწილეებს შეხვდნენ.
მხარეებმა ქუთაისსა და იმერეთის რეგიონში, კულტურის სფეროს გამოცოცხლებასა და ამ მიმართულების განვითარების აუცილებლობაზე ისაუბრეს.
შეხვედრაზე ქუთაისში პროფესიული საბალეტო სკოლის გახსნის საკითხი დაისვა და ასევე, მხარის რწმუნებულმა ქალაქში კულტურული ობიექტების რეაბილიტაციაზე გაამახვილა ყურადღება.
ქუთაისის ჯორჯ ბალანჩინის მე-3 საერთაშორისო ქორეოგრაფიული ფესტივალი 3 დღე გაგრძელდება. წელს კონკურსში მონაწილეობას ევროპის 8 საბალეტო სკოლა მიიღებს, საქართველოს მაშტაბით კი 200 - მდე მოსწავლე სხვადასხვა საბალეტო სტუდიებიდან.
ნოემბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | 2 | 3 | ||||
4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 |
11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 |
18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 |
25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |