სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე და პირველი მოადგილე იოსებ ხახალეიშვილი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელს,რუსლან აბაშიძეს,შეხვდნენ.
შეხვედრის მთავარი თემა იმერეთში მცხოვრები აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის წინაშე არსებული პრობლემები და მათი საცხოვრებელი ბინებით დაკმაყოფილების საკითხი იყო.
როგორც ცნობილია, აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობა იმერეთის თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში, მათ შორის,წყალტუბოშიც არისჩასახლებული, სადაც ბიძინა ივანიშვილის მიერ დაანონსებული პროექტი იწყება.
სახელმწიფო რწმუნებულმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ დევნილებისთვის მშენებლობები მიმდინარეობს,როგორც წყალტუბოში, ასევე ქუთაისში, ეს პროცესი შეუქცევადია და ყველა იძულებით გადაადგილებული პირისაცხოვრებელი ფართით ეტაპობრივად დაკმაყოფილდება.
შეხვედრაზე მხარეებმა, ასევე სამომავლო ურთიერთთანამშრომლობისსაკითხებზე იმსჯელეს.
ოქტომბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | |
7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 |
14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 |
21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 |
28 | 29 | 30 | 31 |