სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა, გრიგოლ იოსელიანმა, საზოგადოებას ცხრა თვის ანგარიში წარუდგინა. ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ გაწეულ საქმიანობას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და მოქალაქეები გაეცნენ.
საანგარიშო პერიოდში მუნიციპალიტეტში 60 ინფრასტრუქტურული პროექტი დასრულდა. ქალაქისთვის უმნიშვნელოვანესი პროექტი განახორციელა მუნიციპალური განვითარების ფონდმა, რომლის ფარგლებშიც წყალტუბოს კანალიზაციის გამწმენდი სათავე ნაგებობა აშენდა. სამუშაოების ღირებულება 8.7 მილიონ ლარს შეადგენს. ინფრასტრუქტურულ პროექტებზე გამოყოფილი 20 მილიონის ფარგლებში: მოწესრიგდა ცენტრალური და შიდა საუბნო გზები, რეაბილიტაცია ჩაუტარდა საბავშვო ბაღებს და აშენდა ერთი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება, მიმდინარეობს ორი საჯარო სკოლის მშენებლობა, 6 სოფელში ამბულატორიების მშენებლობა განხორციელდა და ასევე, სოფლებში აქტიურად მიმდინარეობს სასწრაფო დახმარების ცენტრების მშენებლობა. აღნიშნულ პერიოდში, წყალტუბოს მუნიციპალიტეტში 4 სოფელი სრულად გაზიფიცირდა.
ანგარიშში წარმოდგენილი 9 თვის განმავლობაში, გაიზარდა სოციალური და ჯანდაცვის პროგრამების დაფინანსება, შემწეობა გაეზარდათ შშმ ბავშვებს და სოციალურად დაუცველ ოჯახებს.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტი ასევე, გამოირჩეოდა კულტურული, საგანმანათლებლო და სპორტული ღონისძიებების სიმრავლით.
გაწეული საქმიანობის ანგარიშის პერიოდულად წარდგენა საზოგადოებისთვის, მართვის პროცესში მოქალაქეების ჩართულობას ზრდის და შესაბამისად, დადებითად აისახება ადგილობრივი ხელისუფლების ეფექტიანობაზე.
ნოემბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | 2 | 3 | ||||
4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 |
11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 |
18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 |
25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |