სიახლეები

''ღია შეხვედრები'' ჭიათურის მუნიციპალიტეტის მოსახლეობასთან

28 ოქტომბერი, 2019

სამთავრობო პროგრამის "ღია შეხვედრების“ ფარგლებში ჭიათურაში შეხვედრები გრძელდება.

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ იოსებ ხახალეიშვილმა, ჭიათურის მაჟორიტარმა დეპუტატმა სულხან მახათაძემ, ჭიათურის საკრებულოს თავმჯდომარემ ალექსანდრე ციცქიშვილმა და მერიის სამსახურების უფროსებმა ჭიათურის სოფლებში მორიგი შეხვედრები გამართეს.

ხელისუფლების წარმომადგენლები მორძგვეთის, ნავარძეთის, კაცხისა და ჯვარი ეწერის მოსახლეობას დაგეგმილ პროექტებზე და ჭიათურის განვითარების სამომავლო პერსპექტივებზე ესაუბრნენ.

ადგილობრივებმა ყურადღება გაამახვილეს რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე, კერძოდ, გაზიფიცირებაზე, საბავშვო ბაღის მშენებლობაზე, შიდა საუბნო გზის მოწესრიგებაზე, წყალმომარაგების ქსელის გაუმჯობესებასა და საშეშე მერქანით სარგებლობაზე.

მოსახლეობასთან ღია შეხვედრების ფორმატში შეხვედრები ჭიათურის სოფლებში ხვალაც გაგრძელდება.