სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
წყალტუბოს მუნიციპალიტეტში 38 მილიონი ლარის ღირებულების პროექტები ხორციელდება, რაზეც 500 ადამიანია დასაქმებული.
მიმდინარე სამუშაოებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და იმერეთის გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე დღეს წყალტუბოს ცენტრალურ პარკში გაეცნენ.
ქალაქის რეაბილიტაციის ფარგლებში, ცენტრალური პარკის ტერიტორიაზე მოეწყო აქტიური დასვენებისთვის განკუთვნილი გარემო - მინი გოლფის მოედანი, ბალახისა და გრუნტის საფარიანი ჩოგბურთის მოედნები საშხაპეებით, სათამაშო მოედანი ბავშვებისთვის, საყვავილე პიქსელები და ბაღები, წვიმისა და უამინდობის დროს გამოსაყანებელი თავშესაფრები, დეკორატიული აუზები, მოცეკვავე შადრევანი, ამფითეატრი და ღია კაფე.
პრემიერ-მინისტრის დავალებით, საპარტნიორო ფონდმა წყალტუბოს განვითარების პერსპექტივა შეისწავლა და რამდენიმე საინვესტიციო პროექტზე ინტერესთა გამოხატვაც უკვე გამოცხადებულია.
დეკემბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | ||||||
2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
30 | 31 |