სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
ქუთაისში, ქართველი რეჟისორისა და საზოგადო მოღვაწის, გიგა ლორთქიფანიძის, მემორიალური დაფა გაიხსნა, რომელიც სარაჯიშვილის # 49-ში, რეჟისორის დედისეულ სახლზე განთავსდა.
ცერემონიალს იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, პირველი მოადგილე იოსებ ხახალეიშვილი, ქუთაისის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, რეჟისორის ოჯახის წევრები, მეგობრები, და ხელოვნების სფეროში მოღვაწეები ესწრებოდნენ.
გიგა ლორთქიფანიძე რუსთაველისა და მარჯანიშვილის პრემიების ლაურეატი, თბილისის საპატიო მოქალაქე, საქართველოს თეატრის მოღვაწეთა კავშირის თავმჯდომარე, ასზე მეტი სპექტაკლის და 4 ფილმის — მათ შორის, "დათა თუთაშხიას“ ავტორია.
1954-1956 წლებში ლორთქიფანიძე ქუთაისის ლ. მესხიშვილის სახელობის დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი იყო. 1996 წელს რეჟისორი ღირსების ორდენით დააჯილდოვეს.
ნოემბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | 2 | 3 | ||||
4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 |
11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 |
18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 |
25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |