სიახლეები

პროექტი ''ღია შეხვედრები“ გრძელდება

24 ოქტომბერი, 2019

იმერეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერი თეიმურაზ ჩუბინიძე და საკრებულოს თავმჯდომარე ნატალია კობახიძე, სოფლების: ორპირის, ხრესილისა და მუხურის მცხოვრებლებს შეხვდნენ.

მოსახლეობისთვის ამ ეტაპზე ყველაზე აქტუალური პრობლემა საშეშე მასალის მოპოვებაა. სამთავრობო გუნდი აღნიშნულ საკითხზე კომპლექსურად მუშაობს და სხვადასხვა უწყებების ჩართულობით, მუნიციპალიტეტებში ტყეკაფის თემა ინდივიდუალურად, მოსახლეობისთვის მისაღები პირობებით, ნაწილობრივ მოგვარდება.

ღია დალოგის პროცესში, ასევე გამოიკვეთა შემდეგი პრიორიტეტები: შიდა საუბნო გზების რეაბილიტაცია, გაზიფიცირება და სასმელი წყლის მიწოდება.

“ღია შეხვედრები“ მოსახლეობასთან უკვე სამ თვეზე მეტია, რაც მიმდინარეობს და იმერეთის მხარეში დაახლოებით 130 სოფელი მოიცვა.

სამთავრობო გუნდი რეგიონის 554 - ვე სოფლის პრობლემებს მოისმენს და მათ გადასაჭრელად ყველა არსებულ რესურსს გამოიყენებს.