სიახლეები

„ღია შეხვედრები“ ვანის მუნიციპალიტეტის მოსახლეობასთან

24 ოქტომბერი, 2019

პროექტ ,,ღია შეხვედრები“-ს ფარგლებში,იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ლევან კიკნაველიძე, ვანისა და ხონის მაჟორიტარი დეპუტატი გივი ჭიჭინაძე და მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე გოგორიშვილი, სოფელ ყუმურის, ტობანიერის, შუამთისა და მთისძირის მოსახლეობას შეხვდნენ.

სამთავრობო გუნდისწარმომადგენლებმა,სოფლებში არსებული პრობლემების შესახებ მოისმინეს ინფორმაცია და მათი გადაჭრის გზებზე ერთობლივად იმსჯელეს. ძირითად პრიორიტეტებად შიდა საუბნო გზების მოწესრიგება, გარე განათების ქსელის მოწყობა, სასმელი წყლის მიწოდება და სოციალურად დაუცველის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებული საკითხები დასახელდა. ღია დიალოგის რეჟიმი ადგილობრივ მცხოვრებლებთან, იმერეთის რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს.