სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
პროექტ „ღია შეხვედრების“ ფარგლებში,იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ბესიკ გოფოძე, სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერი ვალერი ფოცხვერია და მაჟორიტარი დეპუტატი გია მიქელაძე, ამჯერად საჯავახოს, გამოჩინებულის, ოფეთის და გომის ადმინისტრაციულ ერთეულებში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდნენ და მათი პრიორიტეტები მოისმინეს.
პროექტი „ღია შეხვედრები“ რამდენიმე თვეა, საქართველოს რეგიონებში მიმდინარეობს. იგი მიზნად ისახავს მოსახლეობის საჭიროებების გაცნობას და პრიორიტეტების დროულად მოგვარებას.
სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფლებში გამართულ შეხვედრებზე მოსახლეობამ პრიორიტეტად შიდა გზების მოწესრიგება, სკოლის რეაბილიტაცია, სოციალური დახმარების გადახედვა, წყლის სისტემის მოწყობა და სოფლის მეურნეობის პროგრამებზე უფრო მეტი და კვალიფიციური ინფორმაციის ფლობა დაასახელა.
სამთავრობო გუნდი აღნიშნული საკითხების მოგვარებას ეტაპობრივად იწყებს, ასევე მოხდება რიგი მათგანის ასახვა მომდევნო წლის ბიუჯეტში.
ოქტომბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | |
7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 |
14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 |
21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 |
28 | 29 | 30 | 31 |