სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
პროექტ „ღია შეხვედრების“ ფარგლებში, ვიცეპრემიერი, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, პირველი მოადგილე იოსებ ხახალეიშვილი, ხონისა და ვანის მაჟორიტარი დეპუტატი პარლამენტში გივი ჭიჭინაძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, ხონის მუნიციპალიტეტის სოფლებს სტუმრობდნენ. სამთავრობო გუნდმა შეხვედრები გამართეს მათხოჯის, გოჩაჯიხაიშის და ივანდიდის მოსახლეობასთან.
პროექტი „ღია შეხვედრები“ რამდენიმე თვეა, საქართველოს რეგიონებში მიმდინარეობს. იგი მიზნად ისახავს მოსახლეობის საჭიროებების გაცნობას.
ხონის მუნიციპალიტეტის სოფლებში გამართულ შეხვედრებზე მოსახლეობის პრიორიტეტებად ზოგიერთი შიდა გზის მოწესრიგება, სკოლისა და კულტურის სახლის რეკონსტრუქცია, სოციალური დახმარებების გადახედვა, სოფლის მეურნეობის პროგრამებზე უფრო მეტი და კვალიფიციური ინფორმაციის ფლობა დასახელდა.
სოფელ მათხოჯის მცხოვრებთა თქმით, შიდა გზებზე 250 ათას ლარამდე დაიხარჯა და დიდი მონაკვეთი გაკეთდა, მაგრამ დარჩენილია მეორე მონაკვეთი, რაც ამდენივე თანხას საჭიროებს. ეს სახსრები მუნიციპალიტეტს არ აქვს და სახელმწიფო ბიუჯეტის დახმარება აუცილებელია. მოსახლეობა მიწის რეგისტრაციის საკითხითაც დაინტერესდა. იუსტიციის მინისტრმა მიწის რეგისტრაციასთან დაკავშირებით ადგილობრივებს სიახლე გააცნო. თეა წულუკიანის განცხადებით, მიწების უფასო და გამარტივებული წესით რეგისტრაცია, რომლის ვადაც 2020 წლის 1 იანვარს უნდა ამოწურულიყო, კვლავაც გაგრძელდება. მინისტრის განმარტებით, შესაბამისი კანონპროექტი პარლამენტს უახლოეს პერიოდში წარედგინება.
გზის საფარის მოწესრიგება, ზამთრისათვის შეშის მომარაგება და 1888 წელს დაარსებული სკოლის რეაბილიტაცია − ეს ის საკითხებია, რომლებიც სოფელ გოჩაჯიხაიშის მცხოვრებლებთან შეხვედრაზე წამოიჭრა. მოსახლეობის თქმით, პრობლემად რჩება დასაქმება, რის გამოც მამაკაცები სოფელს ტოვებენ და შორეულ ქალაქებში სამუშაოდ მიემგზავრებიან. იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი დაინტერესდა − იქნებოდა თუ არა მათთვის მისაღები დახურული ტიპის სასჯელაღსრულების დაწესებულების მშენებლობა ხონში, იქ, სადაც ყოფილი კოლონია ფუნქციონირებდა. დაწესებულება ადგილობრივებისთვის ათეულობით სამუშაო ადგილს შექმნიდა. მინისტრის ამ შეთავაზებას შეხვედრის მონაწილეები დადებითად გამოეხმაურნენ.
დეკემბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | ||||||
2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
30 | 31 |