სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
სამთავრობო პროგრამის „ძლიერი რეგიონი ძლიერი საქართველოსთვის“ ფარგლებში პრემიერის ვიზიტი იმერეთში ხარაგაულის მუნიციპალიტეტიდან დაიწყო. დაბა ხარაგაულში გეგმური და გადაუდებელი სამედიცინო მომსახურებისთვის ახალი ამბულატორია საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგენკოომ და იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა–გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ გახსნეს.
ამბულატორიის ახალი შენობა თანამედროვე ინვენტარით არის აღჭურვილი და მოსახლეობისთვის სხვადასხვა სამედიცინო მომსახურების გაწევა არის შესაძლებელი,
ამ დრომდე ხარაგაულის მუნიციპალიტეტში საავდმყოფო ავარიულ შენობაში იყო განთავსებული, სადაც სამედიცინო პერსონალის მუშაობისთვის შესაბიმის პირობები არ არსებობდა. ემერჯენს ამბულატორიის გარდა, მუნიციპალიტეტში ერთ წელიწადში სტაციონარიც ამოქმედდება და მოსახლეობა უკვე სრულყოფილი სამედიცინო მომსახურების მიღებას შეძლებს.
დღესვე, საქართველოს პრემიერ–მინისტრი დაბა ხარაგაულის მოსახლეობასაც შეხვდა და იმერეთის გუბერნატორთან და გამგებელთან ერთად, არსებულ პრობლემებს გაეცნო.
დეკემბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | ||||||
2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
30 | 31 |