სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
იუსტიციის სახლის ხონის ფილიალში იუსტიციის დღე საზეიმოდ აღინიშნა.
თანამშრომლებს პროფესიული დღესასწაული ვიცე-პრემიერმა, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა, სახელმწიფო რწმუნებულმა იმერეთში ზვიად შალამბერიძემ, ხონისა და ვანის მაჟორიტარმა დეპუტატმა გივი ჭიჭინაძემ და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მიულოცეს.
იუსტიციის დღის აღსანიშნავ ზეიმს იუსტიციის სამინისტროს სისტემის სხვადასხვა უწყებიდან მიწვეული სტუმრები, იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლები და იუსტიციის სახლის ოცდასამივე ფილიალის თანამშრომლები ესწრებოდნენ.
საზეიმო ღონისძიებაზე გამოვლინდა და დაჯილდოვდა იუსტიციის სახლის წლის ყველაზე სწრაფი სამი ფილიალი.
დღემდე იუსტიციის დღე ყოველ წელს 11 ოქტომბერს საზეიმო ღონისძიებით თბილისში აღინიშნებოდა, თუმცა მიმდინარე წელს პირველად პროფესიული დღესასწაული რეგიონში იზეიმეს და ამით ხონის იუსტიციის სახლის გახსნა აღნიშნეს.
იუსტიციის დღის ოქტომბრის თვეში აღნიშვნა საქართველოს პირველ რესპუბლიკასა და 1918 წლის 11 ოქტომბერს უკავშირდება.
ოქტომბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | |
7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 |
14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 |
21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 |
28 | 29 | 30 | 31 |