სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
ქუთაისში საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის დაარსებიდან 30 წლის იუბილე აღინიშნა. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, იმერეთის ოლიმპიურმა კომიტეტმა, საზეიმო ღონისძიებები გამართა: მოეწყო შეხვედრა წარმატებულ სპორტსმენებთან, იმერეთის რეგიონის სპორტსმენების საქმიანობის ამსახველი ფოტომასალა გამოიფინა და ასევე, ოლიმპიური მოძრაობის მოხალისეებმა, წარმოადგინეს თეატრალური პერფორმანსი „მოგზაურობა ოლიმპიურ სამყაროში“.
საზეიმო აქტივობებში მონაწილეობა იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ, მოადგილემ ლევან კიკნაველიძემ, ქუთაისის ვიცე-მერმა დავით ერემეიშვილმა და სხვა მოწვეულმა სტუმრებმა მიიღეს.
საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი 1989 წლის 6 ოქტომბერს დაარსდა. სეოკ - ი ამ დროის განმავლობაში, მნიშვნელოვან დახმარებას უწევდა სპორტულ ფედერაციებსა და სპორტსმენებს საერთაშორისო სარბიელზე მოსახვედრად.
ნოემბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | 2 | 3 | ||||
4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 |
11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 |
18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 |
25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |