სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
მართლმადიდებელი მრევლი, ქართველი წმინდანების, დავით და კონსტანტინეს ხსენების დღეს ქუთაისში განსაკუთრებულად აღნიშნავს. ტაძარში ტრადიციულად, საზეიმო წირვა-ლოცვა აღევლინა. მოწამეთის მონასტერში წირვა ქუთაის-გაენათის ეპარქიის დროებითმა მმართველმა, რუსთავის მიტროპოლიტმა, იოანე გამრეკელმა აღავლინა.
საზეიმო წირვა-ლოცვას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, პირველი მოადგილე იოსებ ხახალეიშვილი და მოადგილე ლევან კიკნაველიძე ესწრებოდნენ.
მოწამეთობის დღესასწაულზე მორწმუნეები იმერეთის მხარეს საქართველოს სხვა კუთხეებიდანაც სტუმრობენ.
გადმოცემის თანახმად, ტაძარი იმ ადილზეა აგებული, სადაც მურვან ყრუმ არგვეთის მთავრები დავით და კონსტანტინე აწამა.
დეკემბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | ||||||
2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
30 | 31 |