სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე იოსებ ხახალეიშვილი, მოადგილე ლევან კიკნაველიძე, ბაღდათი-ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატი კობა ლურსმანაშვილი და ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე შალვა მშვილდაძე, ბაღდათის მუნიციპალიტეტის ოთხი სოფლის მცხოვრებლებს შეხვდნენ და მათი პრიორიტეტები მოისმინეს.
მაღალმთიანი სტატუსის მქონე სოფელ ხანში, ადგილობრივებს ძირითადად შიდა საუბნო გზების მოწესრიგების, სკოლის შენობის რეაბილიტაციისა და გაზიფიცირების პრობლემები აწუხებთ. ხელისუფლების წარმომადგენლებმა ასევე, ხანში ტურიზმის განვითარების მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება და ამ მიმართულების მასტიმულირებელ სახელმწიფო პროგრამებზე მიაწოდეს ინფორმაცია შეხვედრის მონაწილეებს. სამთავრობო გუნდმა აღნიშნულ სოფელში ინტერნეტიზაციის პროცესის დაჩქარების აუცილებლობაზეც ისაუბრა.
სოფელ ზედა დიმის მცხოვრებლებს კი ელექტროენერგიის შეფერხებით მიწოდებისა და სასმელი წყლის დაბინძურების პრობლემა აქვთ. მაჟორიტარი დეპუტატი მოსახლეობას ელექტროენერგიის მომწოდებელ კომპანია „ენერგო-პრო ჯორჯია“ - სთან შუამდგომლობას და გამომწვევი მიზეზების დადგენას დაჰპირდა.
სამთავრობო გუნდმა სოფელ ზეგანისა და საკრაულას მცხოვრებლების პრობლემების იდენტიფიცირებაც მოახდინა და გადაჭრის გზები დასახა.
შეხვედრებზე პარლამენტის წევრმა, კობა ლურსმანაშვილმა, ადგილობრივებს 2020 წლის ბიუჯეტიც გააცნო, რომელიც მოსახლეობის საჭიროებებსა და სოციალურ ინტერესებზეა ორიენტირებული: იგეგმება პენსიების გაზრდა, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების პედაგოგების სტატუსის მასწავლებლის სტატუსთან გათანაბრება და ამ სფეროში ხელფასების ზრდა, ხელფასი გაეზრდებათ სოფლის ექიმებსაც.
„ღია დიალოგი“ - ს ფარგლებში სამთავრობო გუნდის წარმომადგენლები იმერეთის რეგიონის ყველა სოფლის მცხოვრებლის პრობლემებს მოისმენენ და მოგვარების გზებზე მოსახლეობასთან ერთად იმსჯელებენ.
ნოემბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | 2 | 3 | ||||
4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 |
11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 |
18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 |
25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |