სიახლეები

„ღია დიალოგი“ - ს ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება

9 ოქტომბერი, 2019

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ბესიკ გოფოძე, ბაღდათი- ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატი კობა ლურსმანაშვილი და ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე შალვა მშვილდაძე, სოფელ ფერსათის, პირველი ობჩის, მეორე ობჩის და ნერგეეთის მოსახლეობას შეხვდნენ.

შეხვედრები კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. ადგილობრივებმა დღის წესრიგში შემდეგი საკითხები დააყენეს: შიდა საუბნო გზების მოწესრიგება, მინი სტადიონის მოწყობა და სასმელი წყლის პრობლემის გადაჭრა. სამთავრობო გუნდმა მოსახლეობის დასმულ პრიორიტეტებზე იმსჯელა და პრობლემების მოგვარება ეტაპობრივად, შესაბამის უწყებებთან კონსულტაციის შემდეგ დაიწყება.

ამ დრომდე კი აღნიშნულ სოფლებში ,,სოფლის მხარდამჭერი პროგრამის,, ფარგლებში, ცენტრალური და შიდა საუბნო გზების ნაწილი უკვე მოწესრიგდა. ასევე, დამონტაჟდა გარე განათების ახალი ბოძები. მეორე ობჩაში, მოსახლეობის მოთხოვნით, ბიბლიოთეკა გაიხსნა, ხოლო სოფელ ნერგეეთში ამბულატორიისთვის შენობის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სამუშაოები ორ თვეში დასრულდება.