სიახლეები

,,ღია დიალოგი'' ჭიათურის მოსახლეობასთან

7 ოქტომბერი, 2019

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე იოსებ ხახალეიშვილი, პარლამენტის წევრი გენადი მარგველაშვილი, ჭიათურის მერი გივი მოდებაძე და მაჟორიტარი დეპუტატი სულხან მახათაძე, ჭიათურის მუნიციპალიტეტის მაღალმთიანი ზონის ოთხი სოფლის მცხოვრებლებს შეხვდნენ.

ადგილობრივები ძირითად პრობლემად შიდა საუბნო გზების მოწესრიგებას, გაზიფიცირებასა და ამბულატორიის მომსახურების ხელმისაწვდომობას ასახელებენ. როგორც ადგილზე გაირკვა, სოფლებში სამედიცინო პუნქტების დამატებაა საჭირო, რადგან ყველა მოსახლეს დროულად გაეწიოს სამედიცინო დახმარება.

„ღია დიალოგი“ - ს ფარგლებში, შეხვედრები იმერეთის რეგიონის ყველა სოფელში გაიმართება. მოსახლეობის პრიორიტეტებზე რეაგირება კი ეტაპობრივად მოხდება.