სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
სამტრედიის მუნიციპალიტეტის კულტურის სახლში ორი ახალი სპექტაკლის პრემიერა შედგა. მოსწავლე–ახალგაზრდობის სახლთან არსებულმა ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა "ლილემ" იაკობ გოგებაშვილის "იავნანამ რა ჰქმნა" და ვაჟა–ფშაველას "ამოდის ნათდება" მაყურებელს არაორდინალური ფორმით წარუდგინა. ქორეოგრაფიის, დრამატურგიის, მუსიკისა და განათების თანამედროვე ეფექტების დახმარებით "ლილემ" სრულიად ინოვაციური რიგით მე–7 პროექტი განახორციელა. ქორეოგრაფიული ანსამბლი სამომავლოდ აღნიშნული მიმართულებით მუშაობის გაგრძელებასა და კიდევ უფრო განსხვავებული პერფორმანსების შექმნას გეგმავს.
სამტრედიის მუნიციპალიტეტში გამართულ ღონისძიებას პარლამენტის წევრები, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული–გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე, პირველი მოადგილე პაატა ნადირაძე, მოადგილეები: იოსებ ხახალეიშვილი და გიორგი ჭიღვარია და ასევე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მხარისა და მუნიციპალიტეტის პირველი პირები ქორეოგრაფიულ ანსამბლს შემდგომ განვითარებაში მხარდაჭერას დაპირდნენ.
დეკემბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | ||||||
2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
30 | 31 |