სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
სამთავრობო პროგრამის ,,ღია დიალოგი“ ფარგლებში იმერეთის რეგიონში შეხვედრები გრძელდება.
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია, ჭიათურის მერი გივი მოდებაძე და მაჟორიტარი დეპუტატი სულხან მახათაძე, ჭიათურის მოსახლეობას შეხვდნენ. სოფლების: ქვაციხის, ბიღის, რცხილათისა და ჯოყოეთის მცხოვრებლებმა ყურადღება გაამახვილეს ტყეკაფის გამოყოფის საკითხზე, გაზიფიცირებაზე, შიდა საუბნო გზების მოწესრიგებასა და წყალმომარაგების ქსელის გაუმჯობესებაზე.
ხელისუფლების წარმომადგენლებმა შეხვედრებზე მოსახლეობას, მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების შესახებ მოაწოდეს ინფორმაცია.
სამთავრობო პროგრამის ფარგლებში მსგავსი შეხვედრები მიმდინარე კვირაშიც გაგრძელდება.
დეკემბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | ||||||
2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
30 | 31 |