სიახლეები

,,ჯორჯიან მანგანეზი“-ს მიერ განხორციელებული სამუშაოები ჭიათურაში

4 ოქტომბერი, 2019

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, რეგიონულ საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველი სოზარ სუბარი, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, პირველი მოადგილე იოსებ ხახალეიშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ ალავიძე და სხვა მოწვეული სტუმრები, ჭიათურის მუნიციპალიტეტში, “ჯორჯიან მანგანეზი“ - ს მიერ განხორციელებულ კვარტალურ ანგარიშს გაეცნენ.

დღესვე, სამთავრობო გუნდის წარმომადგენლებმა ახალი სარკინიგზო ხაზი, საწყობი, კომპანიის მიერ რეკულტივირებული ტეროტოროები და მანგანუმის მადნის გადამამუშავებელი ახალი ქარხანა მოინახულეს.

ასევე, კომპანიამ 1 - ელი სექტემბრიდან ქალაქის ტერიტორიაზე მძიმეწონიანი ავტომანქანების გადაადგილება შეზღუდა. გარდა ამისა, ჭიათურაში ადგილობრივ მუნიციპალიტეტთან ერთად, დასუფთავების პროექტიც დაიწყო. “ჯორჯიან მანგანეზი“ რეგიონში გარემოს დაცვითი მიმართულებით კიდევ არაერთ პროექტს ახორციელებს.

„ჯორჯიან მანგანეზი“ იღებს ვალდებულებას, რომ მსგავსი ტიპის აქტივობები მუნიციპალიტეტში, აქტიურად გაგრძელდება.

კომპანიამ ბოლო სამი თვის განმავლობაში დასაქმებულებს ხელფასი 25 % - ით გაუზარდა, ასევე, სამედიცინო სერვისების ხელმისაწვდომობის მიზნით, ჭიათურაში ახალი ამბულატორიის მშენებლობა დაიწყო.