სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
პროექტის, "ღია შეხვედრების" ფარგლებში, ხელისუფლების წარმომადგენლებთან მოსახლეობის მიერ დასახელებული საჭიროებების დაკმაყოფილება დაიწყო. ნოემბრიდან, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ახალი საყულიის საბავშვო ბაღში სწავლას სკოლამდელი ასაკის ყველა ბავშვი შეძლებს.
ამ დრომდე, ბაღი სოფლად არსებული კონტიგენტის სრულად მიღებას ვერ ახერხებდა და შერეულ ჯგუფში მხოლოდ 39 აღსაზრდელი ირიცხებოდა, ნოემბრიდან კი, მათ კიდევ 25 ბავშვი შეემატებათ. ახალი ჯგუფის მიღება ბაღში დამატებითი სივრცის რეაბილიტაციის შემდეგ გახდება შესაძლებელი.
ამ დროისთვის, ადგილზე კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. სამშენებლო ღონისძიებებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 46 343 ლარია გამოყოფილი. მიმდინარე პროცესი იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ დაათვალიერა.
სოფელ ახალი საყულიის ბაღის დამატებითი სივრცის რეაბილიტაციის საჭიროება სოფლის მოსახლეობამ ხელისუფლების წარმომადგენლებთან პროექტის, "ღია შეხვედრების" ფარგლებში, დააყენა. ხელისუფლების სხვადასხვა რგოლის წარმომადგენლების მოსახლეობასთან ღია შეხვედრები ივლისში დაიწყო და ამ დრომდე, 300-ზე მეტ სოფელში შედგა.
ნოემბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | 2 | 3 | ||||
4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 |
11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 |
18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 |
25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |