სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
სსიპ ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ინიციატივითა და ორგანიზებით დასავლეთ საქართველოში მომუშავე ჟურნალისტებისათვის წყალტუბოს მუნიციპალიტეტში ორდღიანი სემინარი მიმდინარეობს. სემინარი "საქართველოს ევროპული ინტეგრაცია და ასოცირების შეთანხმების მნიშვნელობა ქვეყნის განვითარებისთვის" იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა–გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ და სსიპ ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა ელენე გოცაძემ გახსნეს. ღონისძიებას, ასევე ესწრებოდნენ იმერეთის გუბერნატორის პირველი მოადგილე პაატა ნადირაძე, ვიცე–გუბერნატორი იოსებ ხახალეიშვილი და წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგებელი კონსტანტინე მამისეიშვილი.
აღნიშნული ტრენინგის ფარგლებში სხვადასხვა მედია საშუალებების წარმომადგენლებს შესალებლობა ექნებათ მოისმინონ და იმსჯელონ შემდეგ თემებზე: საქართველოს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის პრიორიტეტები, ასოცირების შესახებ შეთანხმება და DFTA, საქართველოს სოფლის მეურნეობის პერსპექტივები და გამოწვევები, სასოფლო–სამეურნეო კოოპერატივები საქართველოში და სხვა.
ანალოგიურ პროექტს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი აღმოსავლეთ საქართველოშიც განახორციელებს.
დეკემბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | ||||||
2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
30 | 31 |