სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
დღეს, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში, კონსტიტუციაში ინიცირებული ცვლილებების პაკეტის საყოველთაო-სახალხო განხილვა გაიმართა, რომელიც 2020 წლიდან პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე სრულად გადასვლას ითვალისწინებს.
საკონსტიტუციო კანონპროექტები ადგილობრივ მოსახლეობას პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის, ხელმძღვანელობით მოქმედმა სპეციალურმა საპარლამენტო კომისიამ წარუდგინა. შეხვედრას არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები და ექსპერტები, ასევე, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია, მაჟორიტარი დეპუტატები და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
შეხვედრებზე განხილვის მთავარი საკითხი მმართველი გუნდის მიერ მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილებებია, რომლის მიხედვითაც 2020 წელს საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით, ნულოვანი ბარიერით ჩატარდება.
ოპოზიცია არჩევნების 3%-იანი ბარიერით ჩატარებას და საარჩევნო ბლოკების დაშვებას ითხოვს, რასაც მმართველი პარტია არ ეთანხმება. მათი განცხადებით, ყველა პარტიამ თავისი ძალები დამოუკიდებლად უნდა მოსინჯოს.
საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო განხილვა, ქვეყნის მასშტაბით, 11 ქალაქში არის დაგეგმილი. ქუთაისის შემდეგ დისკუსიის მონაწილეები ამბროლაურში გადაინაცვლებენ.
დეკემბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | ||||||
2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
30 | 31 |