სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა, ზვიად შალამბერიძემ, ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ, საკრებულოს თავმჯდომარემ ნიკოლოზ ლატარიამ, ქუთაისის მაჟორიტარმა დეპუტატებმა, ომის მონაწილეებმა, კადეტთა ლიცეუმისა და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა, აფხაზეთის ომში დაღუპული გმირების მემორიალური დაფა გვირგვინით შეამკეს და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს. დღესვე, პატივგების ცერემონია იმერეთის რეგიონის 12 - ვე მუნიციპალიტეტში ჩატარდა.
სოხუმის დაცემიდან 26 წელი გავიდა. სამხედრო დაპირისპირება აფხაზეთში 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო. კონფლიქტი ქართულ სამთავრობო ჯარებსა და აფხაზ სეპარატისტთა ძალებს შორის 13 თვესა და 13 დღეს გრძელდებოდა.
ოქტომბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | |
7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 |
14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 |
21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 |
28 | 29 | 30 | 31 |