სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
დღეს ტყიბულში ხელისუფლებას, ინვესტორებსა და მეშახტეებს შორის მოლაპარაკება შეთანხმებით დასრულდა. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, მეშახტეების მოთხოვნა დაკმაყოფილდება და მათ ორშაბათს ხელფასები ჩაერიცხებათ. ასევე, შემოვა ახალი ინვესტორი, რომელიც შახტის ინვენტარიზაციას მოახდენს და სავარაუდოდ, ნოემბრიდან ნახშირის მოპოვების პროცესი განახლდება.გარდა ამისა, ახალი ინვესტორი იღებს ვალდებულებას უახლოეს დღეებში წარმოადგინოს საინვესტიციო გეგმა და სამომავლოდ გააფართოვოს წარმოება.
საქართველოს ეკონომიკის მინისტრი, ნათია თურნავა, პრემიერ-მინისტრის დავალებით, ტყიბულში, მეშახტეების პრობლემების გასაცნობად ჩავიდა. ადგილზე იმყოფებოდნენ ასევე, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, მოადგილე ლევან კიკნაველიძე, ტყიბულისა და თერჯოლის მაჟორიტარი ელგუჯა გოცირიძე და მუნიციპალიტეტის მერი თემურ ჩუბინიძე.
ნოემბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | 2 | 3 | ||||
4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 |
11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 |
18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 |
25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |