სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
სამთავრობო გუნდის მოსახლეობასთან შეხვედრების პროცესი იმერეთის რეგიონში აქტიურ ფაზაშია. სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, წყალტუბოს მერი გრიგოლ იოსელიანი, საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი პაატა ახალაძე და პარლამენტის წევრი ლადო კახაძე, ამჯერად, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მაღალმთიანი სოფლების მცხოვრებლებს შეხვდნენ და მათი პრიორიტეტები მოისმინეს.
ადგილზე რამდენიმე პრობლემური საკითხი გამოიკვეთა: მოსახლეობას ძირითადად საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების, შეშის მოპოვებისა და სოციალურად დაუცველის სტატუსის მინიჭების საკითხი აწუხებს.
იმერეთის მხარის რწმუნებულის განმარტებით, გზების მოწესრიგება მთელს რეგიონში უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს და 2020 წლის ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში მაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული მაღალმთიან სოფლებამდე მისასვლელი და ასევე, შიდა საუბნო გზების მოწესრიგების საკითხიც. რაც შეეხება, ხე-ტყის მოპოვებას, ადგილზე იმყოფებოდა სატყეო სამსახურის წარმომადგენელი, რომელმაც აღნიშნულ მხარეში ტყე-კაფების სიმწირეზე ისაუბრა. თუმცა, ზვიად შალამბერიძის ჩართულობით, პრობლემის მოგვარების ალტერნატიული გზის მოძიება დაიწყო.
სოციალური დახმარების თემაზე ლადო კახაძემ გაამახვილა ყურადღება, მისი განცხადებით, ამ პრობლემაზე უკვე მუშაობს პარლამენტი. უახლოეს მომავალში სოციალური შემწეობის მინიჭების სისტემაში სოფლის რწმუნებული და ადგილობრივი ხელისუფლება ჩაერთვებიან.
ღია დიალოგი მოსახლეობასთან, როგორც რეგიონის, ასევე მთელი ქვეყნის მასშტაბით ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
დეკემბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | ||||||
2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
30 | 31 |