სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, პირველი მოადგილე იოსებ ხახალეიშვილი, მოადგილე ლევან კიკნაველიძე და ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია, ჰუალინგის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის (თიზ-ი) წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო, მხარეებმა არსებული კავშირების გაღრმავებასა და განვითარების შემდგომ გეგმებზე ისაუბრეს.
საწარმოო და სავაჭრო კომპანია უკვე ეფექტურად სარგებლობენ ჰუალინგის თიზ-ის უპირატესობებით. აღნიშნულ ზონაში ფუნქციონირებს ხის, ავეჯის, ქვის გადამამუშავებელი ქარხნები, სამშენებლო მასალების, ფერო-შენადნობების, სპირტის საწარმოო პროექტები, ასევე IT და სავაჭრო კომპანიები.
ჰუალინგის თიზ-ი ასევე, აქტიურად აგრძელებს მუშაობას უცხოეთის ბაზრებზე სხვადასახვა მიზნობრივი სეგმენტის კომპანიების მოზიდვის მიზნით და ინვესტორთათვის აუცილებელი ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით. 2019 წელს ხელი მოეწერა და ტექნიკური მოსამზადებელი სამუშაოების განხორციელების შემდგომ დაიწყება პლასტმასის გადამუშავების 2 ქარხნისა და ხის კარების წარმოების პროექტები. თიზ-ი განვითარების მასშტაბებიდან გამომდინარე, არსებული ტერიტორიის გაფართოებას გეგმავს. აღნიშნულ საქმეში იმერეთის მხარისა და ქუთაისის ადგილობრივი ხელისუფლების წარმოადგენლები ჰუალინგ ჯგუფის წევრებს თანამშომლობასა და დახმარებას დაჰპირდნენ.
ნოემბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | 2 | 3 | ||||
4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 |
11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 |
18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 |
25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |