სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
მოსახლეობასთან შეხვედრები იმერეთის რეგიონში აქტიურად მიმდინარეობს. დღეს მხარის რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, მუნიციპალიტეტის მერთან, ვალერი ფოცხვერიასთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, სამტრედიის 3 სოფელში-ჯიხაიშში, ტოლებსა და გორმაღალში იმყოფებოდა.
ხელისუფლების წარმომადგენლებმა ადგილობრივებთან , ღია დიალოგის ფარგლებში, იმ საჭიროებებსა და პრობლემებზე იმსჯელეს, რომელიც მოსახლეობის მთავარ გამოწვევას წარმოადგენს.
როგორც ირკვევა, მოსახლეობისთვის კვლავ პრიორიტეტად რჩება შიდა საუბნო და ქალაქთან დამაკავშირებელი გზების მოწესრიგება. ასევე, წყლის სისტემის რეაბილიტაცია და სხვადასხვა მიმართულების ინფრასტრუქტურული სამუშაოების განხორციელება.
მოსახლეობასთან შეხვედრებზე დღეს რწმუნებულის განსაკუთრებული ინტერესი დიდი ჯიხაიშის აგრარული კოლეჯის საკითხმა გამოიწვია. მისი განმარტებით, აუცილებელია პროფესიული სასწავლებლების მაქსიმალური მხარდაჭერა, რადგან ქვეყნას სჭირდება პროფესიონალი კადრები და ამ მიმართულებით ყველა დარგი უნდა განვავითაროთ.
შეხვედრები სოფლებში ძირითადად კითხვა -პასუხის რეჟიმში წარიმართა.
დეკემბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | ||||||
2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
30 | 31 |